ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 22 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა - კვირის პალიტრა

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 22 სექტემბრის დილის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა

ზემო ლარ­სის სა­გუ­შა­გო გამ­შვებ პუნ­ქტზე, 22 სექ­ტემ­ბრის დი­ლის 06:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ში 1 511 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Forbes.ru რუ­სე­თის სა­ბა­ჟო სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ერთი დღით ადრე ანუ პუ­ტი­ნის მიერ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1 261 შე­ად­გი­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან შე­სუ­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 250-ით გა­ი­ზარ­და.

ამას­თან, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ლო­დინ­ში არ­სე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ღა­მით 50-დან 300 მან­ქა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და.

Forbes.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 2 დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რე­ბელ­ზე მო­თხოვ­ნა,19 სექ­ტემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით 8-ჯერ გა­ი­ზარ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მო­თხოვ­ნა სა­ზღვარ­გა­რე­თის სას­ტუმ­რო­ებ­ზეც გა­ი­ზარ­და. ონ­ლა­ინ და­ჯავ­შნის სერ­ვის Ostrovok.ru-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 21 სექ­ტემ­ბერს, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის დღეს დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის ძი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, 19 სექ­ტემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით, ხუთ­ჯერ გა­ი­ზარ­და, ხოლო ჯავ­შნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლე­ლუ­რად ყირ­გი­ზეთ­სა და ყა­ზა­ხეთ­ში რუ­სე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელს, 19 სექ­ტემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით, 8-ჯერ, სომ­ხეთ­ში კი 14-ჯერ უფრო ხში­რად ეძებ­დნენ. სას­ტუმ­რო­ებ­ზე მო­თხოვ­ნა სერ­ბეთ­ში 6-ჯერ, თურ­ქეთ­ში კი 3-ჯერ გა­ი­ზარ­და. 19 სექ­ტემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით, 21 სექ­ტემ­ბრის­თვის რე­ა­ლუ­რი ჯავ­შნე­ბის (შეს­ყიდ­ვე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა ასე­ვე, 5-ჯერ ყირ­გი­ზეთ­ში, 3,5-ჯერ ყა­ზა­ხეთ­ში, 3-ჯერ სომ­ხეთ­ში და 2-ჯერ უზ­ბე­კეთ­ში გა­ი­ზარ­და.