"15 ძვირად ღირებული მანქანა კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ლილუაშვილს, შოთაძეს და გომელაურს ვაკისრებ" - კვირის პალიტრა

"15 ძვირად ღირებული მანქანა კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ლილუაშვილს, შოთაძეს და გომელაურს ვაკისრებ"

15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - ,,ტოიოტა პრადო”, „ელანტრა” და „მერსედესი”. მივმართავ ტელევიზიებს - დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მატყოფლიშვილმა მათი კუთვნილი ავტომობილების დაყადაღებისა და ამოღების პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადებით, ავტომობილებიდან უკანონო ნივთმტკიცების ამოღების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი შოთაძესა და ვახტანგ გომელაურს დაეკისრებათ.

,,გაფრთხილებთ, თუ ამ მანქანებში ნარკოტიკი, იარაღი ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდება, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ლილუაშვილს, შოთაძეს და ვახტანგ გომელაურს. 15 ძვირად ღირებული კი არა, 3 ავტომანქანა ამოიღეს - ,,ტოიოტა პრადო”, ,,ელანტრა” და ,,მერსედესი”. მივმართავ ტელევიზიებს - დანარჩენი 12 ძვირად ღირებული მანქანა სად გვყავს, იქნებ დამიზუსტოთ? ბოლო მუქარაა ოჯახის ლიკვიდაცია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ, სოსო გოგაშვილი კი მეთორმეტე დაწესებულებაში მკვდარი. რუსულ ,,ოცნებასთან” ერთად უსირცხვილო და ბოროტი „ოცნებაა”, - აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

IPN