"პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თსსუ-მა გაყიდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი" - რა განცხადებას ავრცელებს თსსუ? - კვირის პალიტრა

"პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თსსუ-მა გაყიდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი" - რა განცხადებას ავრცელებს თსსუ?

მიმდინარე წლის 21 და 22 სექტემბერს, ტელე და ინტერნეტ მედიის მეშვეობით, პარლამენტის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გაყიდა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი“.

აღნიშნული ინფორმაციის პასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ პარლამენტარების ხელთ არსებული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთო საცხოვრებელს, სხვა უძრავი ქონების მსგავსად, ფლობდა სარგებლობის უფლებით, რომელიც 2007 წლის ზაფხულში სრულად გადავიდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში.

ინფორმაციას სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს

IPN