"ომში წასვლას ციხეში ჯდომა გვირჩევნია! საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას და გავიგეთ, რომ ლარსზე რიგებია" - რას ჰყვებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველები? - კვირის პალიტრა

"ომში წასვლას ციხეში ჯდომა გვირჩევნია! საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას და გავიგეთ, რომ ლარსზე რიგებია" - რას ჰყვებიან მოსკოვში მცხოვრები ქართველები?

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. მისი თქმით, გაწ­ვე­ვას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­რე­ზერ­ვო ძა­ლას შე­ად­გე­ნენ. რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან სა­ომ­რად 300 ათა­სი მო­ქა­ლა­ქის გაგ­ზავ­ნას აპი­რებს. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სერ­გეი შო­ი­გუმ გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გა­იწ­ვე­ვენ 300 000 რე­ზერ­ვისტს, იქვე დას­ძი­ნა, თუ დაგ­ვჭირ­და, ჯარ­ში 25 მი­ლი­ო­ნი კა­ცის წაყ­ვა­ნა შე­მიძ­ლი­აო. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა პა­ტიმ­რო­ბით ის­ჯე­ბა.

მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის ფაქტს რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ში აქ­ცი­ე­ბი და ხალ­ხის პრო­ტეს­ტი მოყ­ვა. რამ­დე­ნი­მე დღეა აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა მოს­კოვ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მა­სი­უ­რად აპა­ტიმ­რე­ბენ.

პუ­ტი­ნი რომ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დებ­და, ამის მო­ლო­დი­ნი რუ­სეთ­ში იყო და რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სხვა­დას­ხვა წყა­რო­თი ვრცელ­დე­ბო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც ჩანს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილ­მა წი­ნას­წარ და­ი­ჭი­რა თა­და­რი­გი და მა­სობ­რი­ვად და­ი­წყო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. დიდი მო­თხოვ­ნის გამო ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბიც.

რო­გორც რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თი­დან ერე­ვან­ში ფრე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 1400 დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად ბი­ლე­თე­ბი არ არის. მოს­კო­ვი­დან გა­დაჯ­დო­მით ბა­თუმ­ში რომ ჩაფ­რინ­დეს ადა­მი­ა­ნი, 1700 დო­ლარ­ზე მეტი და­უჯ­დე­ბა. უსაშ­ვე­ლო რი­გე­ბია ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტთან, სა­დაც მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნე­ბი დგას.

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ლი­ა­ნა ნ:

- წლე­ბია აქ ვცხოვ­რობ და აქ ვმუ­შა­ობ. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს. ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, მარ­თა­ლია მოს­კო­ვის ქუ­ჩებ­ში თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რე­ჟიმ­შია, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. ეკო­ნო­მი­უ­რად ყვე­ლას უჭირს. ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, ხალ­ხს ფული არ აქვს. მა­ღა­ზი­ებ­ში ვე­რა­ფერს ყი­დუ­ლო­ბენ მო­ხუ­ცე­ბი და გრა­მე­ბით მი­აქვთ საჭ­მე­ლე­ბი. ახლა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხმა სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო მო­სახ­ლე­ო­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მარ­თა­ლია ღიად არ აფიქ­სი­რებს თა­ვის პრო­ტესტს, რად­გან ეში­ნია, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მა­სი­უ­რად გა­მო­ვი­და და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სის­ტე­მა­ტუ­რად აკა­ვე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნებს.

ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბას, წა­მებ­ში ხდე­ბა მათი და­კა­ვე­ბა, იქვე ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და მათ იჭე­რენ. ჩვენ თუ გა­და­ვა­წყდე­ბით ხოლ­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას, თო­რემ ტე­ლე­ვი­ზორს აქ ვერ უყუ­რებ. მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ ვერ მო­ის­მენ. პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა ისევ მოქ­მე­დებს. ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ყავთ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იწო­ნებს პუ­ტი­ნის ნა­ბი­ჯებს და ამ­ბობს, რომ ის სწო­რად იქ­ცე­ვა და თა­ვის ხალ­ხს იცავს. ხმა­მაღ­ლა ვინც გა­აპ­რო­ტეს­ტებს რა­მეს, ის აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბა დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, მათ ძი­რი­თა­დად აჯა­რი­მე­ბენ და მერე უშ­ვე­ბენ.

პი­რად სა­უ­ბარ­ში ბევ­რი ქალი ამ­ბობს, მირ­ჩევ­ნია ჩემი შვი­ლი დე­ზერ­ტი­რო­ბის­თვის და­ი­ჭი­რონ და ცი­ხე­ში იჯ­დეს, ვიდ­რე იქ სა­ომ­რად წა­ვი­დე­სო. მეც გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ. ჩემი ბავ­შვე­ბი ჯერ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან და მათ არა­ფე­რი ემუქ­რე­ბათ, მაგ­რამ ალ­ბათ ჩემს ქმარ­საც გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ, თუმ­ცა ის არ აპი­რებს წას­ვლას სა­ომ­რად. მარ­თლა ჯო­ბია ცი­ხე­ში ჩაჯ­დეს, ვიდ­რე ამ ომში ჩა­ერ­თოს. ჩვენც ვა­პი­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლას, რად­გან ვხე­დავთ ყო­ველ­დღე უფრო რთულ­დე­ბა აქ ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია მაქვს და ფაქ­ტობ­რი­ვად ვაჭ­რო­ბა არ არის. მხო­ლოდ საჭ­მლის ფულს თუ ახერ­ხებ ადა­მი­ა­ნი. ბევ­რი ჩემი ახ­ლო­ბე­ლი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევ­რი ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, უკვე აქ ცხოვ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. სა­ნამ მა­სი­უ­რად და­ი­წყე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცია, მა­ნამ­დე ალ­ბათ ჩვენ წა­ვალთ აქე­დან.

დი­ა­ნა კი­ლა­სო­ნია:

- მგო­ნი აქ ხალ­ხი გა­მო­ფხიზ­ლდა და პრო­ტეს­ტი მას­შტა­ბუ­რია. თუ ადრე და­ჭე­რის ეში­ნო­დათ, ახლა აღარ ეში­ნი­ათ და ქუ­ჩა­ში აქ­ცი­ებ­ზე გა­დი­ან. მე­სი­ჯებს აგ­ზავ­ნი­ან ტე­ლე­ფო­ნებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აა­ნონ­სე­ბენ შეკ­რე­ბის ად­გი­ლებს და ხალ­ხი აპ­რო­ტეს­ტებს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. მე სა­დაც ვმუ­შა­ობ იქ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია, მათ აქვთ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, წლე­ბია აქ ცხოვ­რო­ბენ, ეს ბი­ჭე­ბი ძი­რი­თა­დად ტაქ­სა­ო­ბენ და გუ­შინ ისი­ნიც ამ­ბობ­დნენ, სას­წრა­ფოდ უნდა წა­ვი­დეთ აქე­და­ნო. გააგრძელეთ კითხვა