"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე - კვირის პალიტრა

"ხვიჩა მთავარი გმირი იყო" - "ნაპოლი" და იტალიური მედია კვარაცხელიაზე

საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ პრაგმატულად თამაშით კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია. ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აუცილებლად ისეთ რამეს მოიმოქმედებს, თამაშს რომ "გააკეთებს" და მნიშვნელოვან მომენტში თავის გუნდს დაეხმარება. ასეა კლუბშიც და ასეა ნაკრებშიც. მან ერთა ლიგის 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ნორვეგიელ ერლინ ჰოლანს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 5 გოლია.

ჩვენებურის კარგ ასპარეზობას "ნაპოლის" საიტი გამოეხმაურა: "კვარაცხელია და ელმასი პირისპირ. "კვარა" გოლებში და დიდი გმირი. მთავარი გმირის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჯერ მიოვსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვარაცხელიამ და ელმასმა შეუცვლელად ითამაშეს".

Napoli Today წერს, რომ ნეაპოლელმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ერთა ლიგაზე მოგებულ შეხვედრებში და მთავარი გმირები გახდნენ - იტალიამ მილანში ინგლისს ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 სძლია, ხოლო კვარაცხელიასა და ელმასის დერბიში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა. ქართველმა პირველი ავტოგოლის "პროვოცირება" მოახდინა და თავადაც გაიტანა. (გააგრძელეთ კითხვა)

SPORTALL.GE