"გოლის შემდეგ ხვიჩა მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლიაო" - ბუდუ ზივზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ - კვირის პალიტრა

"გოლის შემდეგ ხვიჩა მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლიაო" - ბუდუ ზივზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა "ერთა ლი­გის" ბო­ლოს­წი­ნა ტუ­რის შეხ­ვედ­რა­ში, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ნაკ­რებს უმას­პინ­ძლა და 2:0 და­ა­მარ­ცხა. მატ­ჩის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი იყო და ამას ისიც მოწ­მობ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნის ყვე­ლა ბი­ლე­თი ერთ დღე­ში გა­ი­ყი­და. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს იმე­დი არ გა­უც­რუ­ეს და გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ონ­ში გა­და­ვი­და და პლეი-ოფში გა­ვი­და.შეხ­ვედ­რა ნელ ტემპში და­ი­წყო, ორი­ვე გუნ­დი ფრთხი­ლობ­და, მე­ტო­ქე სივ­რცე­ებს გვი­კე­ტავ­და, იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა გვი­ჭირ­და. პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ შექ­მნა, რო­დე­საც შო­რი­დან სპი­როვ­სკის ძლი­ე­რად დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მა­მარ­დაშ­ვილ­მა მო­ი­გე­რია. შემ­დეგ აბურ­ჯა­ნი­ას გა­ტა­ნა მე­კა­რემ არ და­ა­ნე­ბა, მო­რი­გი შე­ტე­ვი­სას კი კვა­რა­ცხე­ლი­ას ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი სა­კუ­თარ კარ­ში მი­ოვ­სკიმ ჩაჭ­რა. შემ­დეგ ზივ­ზი­ვა­ძემ ვერ უწია მი­ზანს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:0 მო­ვი­გეთ.

მე­ო­რე ტა­ი­მი მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო, მი­ოვ­სკი მა­მარ­დაშ­ვილ­თან პი­რის­პირ გა­ვი­და და მე­კა­რემ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ამას ჩვე­ნი გუნ­დის კონ­ტრშე­ტე­ვა მოჰ­ყვა და ხვი­ჩამ ოდ­ნავ აა­ცი­ლა ბურ­თი მი­ზანს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ბევრ შეც­დო­მებს უშ­ვებ­და, არ გვყავ­და მო­ედ­ნის ცენ­ტრში ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც ბურ­თის და­ჭე­რას, ტემ­პის და­რე­გუ­ლი­რე­ბას და თა­მა­შის და­ლა­გე­ბას შეძ­ლებ­და. თუმ­ცა, 64-ე წუთ­ზე ზივ­ზი­ვა­ძემ მე­ტო­ქეს ბურ­თი აარ­თვა, კვა­რა­ცხე­ლი­ას დი­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა გა­უ­კე­თა და მან ან­გა­რი­ში გა­ზარ­და.

budu2-1664011600.jpg

მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ხვი­ჩამ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გოლი ბუ­დუს დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო:

"ეს არის ფეხ­ბურ­თი და ეს არის გუნ­დუ­რო­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი არ მო­იქ­ცე­ო­და ასე, მაგ­რამ ბუ­დუმ გა­მო­ავ­ლი­ნა გუნ­დუ­რი თვი­სე­ბე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ტაბ­ლო­ზე ვინ ეწე­რე­ბა. ეს 100%-ით იყო ბუ­დუს გოლი", - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში მას­თან ერ­თად იყო ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მთა­ვა­რი გუნ­დუ­რი წარ­მა­ტე­ბაა.

"ჩემ­თვის გუნ­დის წარ­მა­ტე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან თუ გუნ­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მეც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ. ხვი­ჩა გო­ლის შემ­დეგ მო­ვი­და, ჩა­მე­ხუ­ტა და მი­თხრა, სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თე, შენი გო­ლი­აო", - აღ­ნიშ­ნა ზივ­ზი­ვა­ძემ. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კო­მენ­ტარს Geo Team ავ­რცე­ლებს. (წყარო)