"ცრემლები ვერც მისმა დიდი ხნის მეტოქემ ვერ შეიკავა" - ლეგენდარულმა ფედერერმა კარიერა დაასრულა: ატირებული კოლეგები და მაყურებელი ჩოგბურთელის ბოლო მატჩზე - კვირის პალიტრა

"ცრემლები ვერც მისმა დიდი ხნის მეტოქემ ვერ შეიკავა" - ლეგენდარულმა ფედერერმა კარიერა დაასრულა: ატირებული კოლეგები და მაყურებელი ჩოგბურთელის ბოლო მატჩზე

წლის ლე­გენ­და­რულ ჩოგ­ბურ­თელს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დიდი ოვა­ცი­ე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა. რო­ჯერ ფე­დე­რე­რი, რო­მელ­საც 20-ზე მეტი ტი­ტუ­ლი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი, ჩოგ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ ით­ვლე­ბა. შვე­ი­ცა­რი­ელ ჩოგ­ბურ­თელს კო­ლე­გე­ბიც და მა­ყუ­რე­ბე­ლიც ემო­ცი­უ­რად გა­მო­ემ­შვი­დო­ბა და ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა ყვე­ლას გა­უ­ჭირ­და.

feder3-1664018131.jpg

"ეს მშვე­ნი­ე­რი დღე იყო. ბედ­ნი­ე­რი ვარ და არა სევ­დი­ა­ნი. აქ რომ მო­ვა­ხერ­ხე მოს­ვლა, ბედ­ნი­ე­რი ვარ",- თქვა ფე­დე­რერ­მა. ის რა­ფა­ელ ნა­დალს და სხვა მო­თა­მა­შე­ებს ტი­რი­ლით ეხუ­ტე­ბო­და, პა­რა­ლე­ლუ­რად კი მა­ყუ­რე­ბე­ლი ლონ­დო­ნის O2 არე­ნა­ზე რო­ჯე­რის სა­ხელს სკან­დი­რებ­და.

feder2-1664018131.jpg

ცრემ­ლებს ვერც ჩოგ­ბურ­თე­ლის დიდი ხნის მე­ტო­ქე, რა­ფა­ელ ნა­და­ლი იკა­ვებ­და.

"უამ­რა­ვი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გვაქვს ერ­თად გა­მოვ­ლი­ლი. რო­ჯე­რის წას­ვლის შემ­დეგ, ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც დამ­ტო­ვებს",-თქვა ნა­დალ­მა.

სა­ბო­ლო­ოდ, ფე­დე­რერ­მა და ნა­დალ­მა ძა­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს და ჯეკ სო­კი­სა და ფრენ­სის ტი­ა­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ დუბ­ლი ითა­მა­შეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფე­დე­რერს წე­ლი­წად­ზე მე­ტია შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, მა­ინც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შა. მსოფ­ლი­ოს ყო­ფი­ლი ნო­მერ პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შის 25 წლი­ან კა­რი­ე­რა­ში, ეს მისი 1750-ე და უკა­ნას­კნე­ლი მატ­ჩი იყო.

feder-1664018131.jpg

" შე­სა­ნიშ­ნა­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იყო და რომ შე­მეძ­ლოს, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ­დი ყვე­ლა­ფერს", - თქვა ფე­დე­რერ­მა, რო­მე­ლიც ცრემ­ლე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბო­და კო­ლე­გებს და ფა­ნებს. (წყარო)