"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებაზე

სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად სკო­ლა­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა მი­დის. წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. ამ ახალ­გაზ­რდებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ვწერთ კი­დეც. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის გვერ­დზე ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"ნიტა ლო­მი­ძემ სულ ახ­ლა­ხან წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში Idyllwild Arts Academy და უკვე #NY-ის Pace University-ს სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სის სტუ­დენ­ტია, თან STEM პროგ­რა­მის President's Scholarship Award- ის მფლო­ბე­ლი"!

ნიტა ლო­მი­ძეს, ამ ნი­ჭი­ერ, მხი­ა­რულ და თბილ გო­გო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლიც არის, ერთ-ერთ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და თბი­ლის­ში ბი­ნი­თაც და­ა­სა­ჩუქ­რეს. ცეკ­ვა­ზე და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა ნი­ტამ სწავ­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც წელს და­ას­რუ­ლა და უკვე ნიუ-იორ­კის ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი­ცაა.

ცნო­ბის­თვის, ნიტა ლო­მი­ძე ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის - ნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის შვი­ლია. გო­გო­ნას გა­მო­საშ­ვებ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ამე­რი­კა­ში მა­მა­მაც ჩა­ა­კი­თხა.

nita-1664035120.jpg

ნიკა ლო­მი­ძე:

- კი, ნი­ტამ სკო­ლა და­ამ­თავ­რა, ჰქონ­და გა­მო­საშ­ვე­ბი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, თა­ვის ქუ­დე­ბის ჰა­ერ­ში ას­რო­ლით და ყვე­ლა სა­ხა­სი­ა­თო ელე­მენ­ტით. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას მეც და­ვეს­წა­რი... მერე ორი­ვე­ნი ჩა­მო­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი აქ გა­ა­ტა­რა. იმ პე­რი­ოდ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი გა­ნა­ცხა­დი სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­ზავ­ნა. 7 უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და. მათ­გან ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი "პე­ის­ტი" აირ­ჩია. მერე ამე­რი­კა­ში ისევ ერ­თად გა­ვემ­გზავ­რეთ და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ში და­ვა­ბი­ნა­ვე, ბარ­გის გა­და­ტა­ნა­ში და­ვეხ­მა­რე და იქვე დავ­ტო­ვე.

- ამე­რი­კულ­მა სკო­ლამ ნი­ტას რა მის­ცა და რამ­დე­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა?

- გარ­და იმი­სა, რომ ცეკ­ვას სწავ­ლობ­და, სკო­ლამ მისი აზ­როვ­ნე­ბა შეც­ვა­ლა. მან სტა­ტი­აც და­წე­რა ზუს­ტად ამა­ზე, სა­დაც თქვა, ამ პე­რი­ოდ­ში რო­გორ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხაზ­გას­მით ადა­მი­ა­ნებ­თან, ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ის უხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ის­წავ­ლა. ამას მარ­თლა ცოდ­ნა უნდა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და პი­როვ­ნე­ბად და მხო­ლოდ მას მერე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ამ ქვე­ყა­ნა­ში და სწავ­ლის შემ­დგო­მი ეტა­პი იქვე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას ფიქ­რობს ის ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რაც იქ ძა­ლი­ან მძაფ­რად და კარ­გად აქვთ.

გა­უღ­რმავ­და იმის გან­ცდა, რომ მი­ვეხ­მა­როთ ბუ­ნე­ბას, დე­და­მი­წას, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში. ასე რომ, გარ­და თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბი­სა, ბევ­რი და­დე­ბი­თი, სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­ი­ძი­ნა. ამ ყვე­ლა­ფერს იქ დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. იქ ბავ­შვე­ბი ასე იზ­რდე­ბი­ან და ასე აზ­როვ­ნე­ბენ. მერე მათ რომ უს­მენ, გრცხვე­ნია, სხვა­ნა­ი­რად ვე­ღარ აკე­თებ რა­ღა­ცებს. ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ ბევრ რა­მეს, აქ­ცევ და სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას, სწავ­ლას რა სჯობს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას ვურ­ჩევ, თუ ამას შეძ­ლე­ბენ, წა­ვიდ­ნენ. ეს დღეს მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მშობ­ლებს ნი­ტას და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სრულ­ყო­ფი­ლად სახ­სრე­ბი არ გვქონ­და, მაგ­რამ იყო­ჩა­ღა და ეს და­ფი­ნან­სე­ბაც ჯერ სკო­ლა­ში და ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თვი­თონ მო­ი­პო­ვა. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. (გააგრძელეთ კითხვა)