"სასაცილოები ხართ თქვენ, ვინც ამაზე ღადაობთ" - რა ხუმრობა გაუხსენა ქეთათომ, გადაცემის ჩაწერისას, დათო გორგილაძეს და როგორი რეაქცია ჰქონდა მომღერლის შვილს? - კვირის პალიტრა

"სასაცილოები ხართ თქვენ, ვინც ამაზე ღადაობთ" - რა ხუმრობა გაუხსენა ქეთათომ, გადაცემის ჩაწერისას, დათო გორგილაძეს და როგორი რეაქცია ჰქონდა მომღერლის შვილს?

გა­და­ცე­მა­ში „გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე“ და­ვით გორ­გი­ლა­ძემ სტუმ­რად ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის შვი­ლი ნანა ჩარ­კვი­ა­ნი მი­იწ­ვია. გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­წე­რე­ბი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ ერთ-ერთი მო­ნაკ­ვე­თის გა­და­ღე­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქე­თა­თო შეხ­ვდათ, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლისტს ძვე­ლი წყე­ნა გა­უხ­სე­ნა...

ქე­თა­თო: მა­ინ­ტე­რე­სებს შენ ის არ ხარ, ჩემ­ზე რომ ღა­და­ობ­დი ჯი­ხუ­რიო და „სტრან­ნი“ კო­მენ­ტა­რებს წერ­დი? - რა გა­ღა­და­ვებ­და მარ­თლა არა­ვის არ გეს­მით?

და­ვით გორ­გი­ლა­ძე: სა­სა­ცი­ლო იყო

ქე­თა­თო: რა იყო სა­სა­ცი­ლო, რა­ღა­ცას იჩე­მებ და ეგ იყო სა­სა­ცი­ლო? - თქვენ ვინც ამა­ზე ღა­და­ობთ, რო­მელ ევ­რო­კავ­შირ­ში შეხ­ვალთ, რუ­სეთ­ში ვერ შეხ­ვალთ ასე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტით...

მას შემ­დეგ, რაც ქე­თა­თომ გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა და­ტო­ვა სა­უ­ბა­რი ნა­ნამ გა­აგ­რძე­ლა...

ნანა ჩარ­კვი­ა­ნი:

- აი, მე ვიზ­რდე­ბო­დი ასეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც ყვე­ლას რა­ღაც სათ­ქმე­ლი აქვს და ამ­ბობს. ამი­ტო­მაც მი­ჭირს, რომ რა­ღაც არა­ჩე­მი და არა­მარ­თა­ლი ვთქვა. რა­შიც არ ვერ­კვე­ვი, ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ. შე­იძ­ლე­ბა აზრი გქონ­დეს და იც­ვლე­ბო­დეს და წე­სით ყო­ველ­თვის კარ­გის­კენ უნდა მი­დი­ო­დეს და ასეც ხდე­ბა.

რო­დე­საც ჩემ­ზე სა­უბ­რო­ბენ, სულ ერთ მხა­რეს ახ­სე­ნე­ბენ. ჩემი მე­ო­რე მხა­რე არი­ან ქე­თა­თო და მისი დედა, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლეს და ჩემ­ში ბევ­რი რამ ჩა­დეს. ქე­თა­თომ ყო­ველ­თვის იცო­და, რა მქონ­და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. პა­ტა­რა ასაკ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა მქონ­და. ადრე ხომ გახ­სოვთ, ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი­დან რომ რე­კავ­დით ტაქ­სის გა­მო­სა­ძა­ხებ­ლად, მანდ ვერ ვრე­კავ­დი, არ შე­მეძ­ლო ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი.

ქე­თა­თო მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, ნანა, აიღე ტე­ლე­ფო­ნი და და­რე­კე, ხმა მი­კან­კა­ლებ­და, და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ტექ­სტი მქონ­და ხოლ­მე, რვე­ულ­ში ჩა­წე­რი­ლი. იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან არ გინ­და, რომ გა­ა­კე­თო. ეს იყო იმ­ხე­ლა ნა­ბი­ჯი, რომ ამ პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ბით მერე დიდი რა­ღა­ცე­ბი აღარ იყო ასე­თი რთუ­ლი... ასეთ რა­ღა­ცებს სულ აკე­თებ­და ქე­თა­თო და ამი­ტომ არის, ძა­ლი­ან მა­გა­რი და მი­სა­ბა­ძი მშო­ბე­ლი.