"ვის აინტერესებს "რაზბორკები" კეზერაშვილთან, მე ვპარტნიორობ...6 თვეა კე­ზე­რაშ­ვი­ლის და მისი ცო­ლის და­ფი­ნან­სე­ბით ვი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნე­ლებს" - კვირის პალიტრა

"ვის აინტერესებს "რაზბორკები" კეზერაშვილთან, მე ვპარტნიორობ...6 თვეა კე­ზე­რაშ­ვი­ლის და მისი ცო­ლის და­ფი­ნან­სე­ბით ვი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნე­ლებს"

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, პარ­ტია "დრო­ას" ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია აცხა­დებს, რომ პარტნი­ო­რო­ბას გა­უ­წევს მას, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა. ხოშ­ტა­რია ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის როლ­ზე და პა­სუ­ხის­მგე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

აღ­ნიშ­ნულ თე­მებ­ზე მან პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"კი­ე­ვი­დან კი­დევ უფრო მძაფ­რად ჩანს რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს ოპო­ზი­ცი­ას.იმ­პე­რი­ას ვებ­რძვით და ამ დროს მარ­ტივ კი­თხვა­ზე რას შვე­ბა ოპო­ზი­ცია მარ­ტი­ვი პა­სუ­ხია სა­ჭი­რო

.ვის აინ­ტე­რე­სებს ‘რაზ­ბორ­კე­ბი’.და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან, მე ვპარტნი­ო­რობ და ვი­პარტნი­ო­რებ.

ასე­ვე ვი­პარტნი­ო­რებ იმას­თან ვინც ბი­ძი­ნას წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა. არც კე­ზე­რაშ­ვი­ლი არც სხვა არ იქ­ნე­ბა ოლი­გარ­ქი, რად­გან არა­ვის ჭკუ­ა­ზე არ ვივ­ლი და ჩემი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით გა­დავ­წყვი­ტავ.

6 თვეა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და მისი ცო­ლის და­ფი­ნან­სე­ბით ვი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნე­ლებს.

მოკ­ლედ საქ­მეს მივ­ხე­დოთ და წე­სი­ე­რე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ", - წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.