ყოფილმა "მის საქართველომ" თამთა შედანიამ ჯვარი დაიწერა - ფოტოები ცერემონიიდან
30 წლის მოდელმა, ყოფილმა "მის საქართველომ" თამთა შედანიამ ჯვარი დაიწერა. თამთას მეუღლე ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანია. წყვილი რამდენიმე წელია რაც ერთად ცხოვრობს. გასულ წელს მათ გოგონა შეეძინათ. თამთა ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდანაც გოგონა ჰყავს, სახელად მია.
ჯვრისწერისა და ქორწილის ცერემონიის კადრები თამთამ "ისნტაგრამზე" განათავსა.
ერთი წლის წინ, თამთა ჟურნალ "გზასთან“ ინტერვიუში ამბობდა:
"ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება. ყველაზე რთულია, ბედნიერი დიდხანს იყო. გავრცელებული აზრიც არსებობს, რომ ბედნიერება ცოტა ხანს გრძელდება. სულ ვზრუნავ, ბედნიერი წუთები, ეპიზოდები ცხოვრებაში დიდხანს გამიგრძელდეს. უბედურებაზე საერთოდ არ ვფიქრობ - ცხადია, თუ ეს ტრაგედიას არ ეხება: ბევრი ადამიანი დავკარგე... საერთოდ, ადამიანს შეგიძლია, უბედურიც იყო და ბედნიერიც - ორივე განწყობას თავად ქმნი.
უბრალოდ, უნდა ეცადო, უფრო ბედნიერი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში, უფრო ლამაზიც ხარ, კარგიც, პოზიტიურიც, სასიამოვნოც... შეიძლება, რაღაც ისე გამიხარდეს, რომ ცრემლებიც წამომივიდეს, მაგრამ ხშირად ვტირი-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუ ვტირი, შეიძლება, განვმარტოვდე (რაც იშვიათად მომხდარა)...“