ყო­ფილ­მა "მის სა­ქარ­თვე­ლომ" თამ­თა შე­და­ნი­ამ ჯვა­რი და­ი­წე­რა - ფოტოები ცერემონიიდან - კვირის პალიტრა

ყო­ფილ­მა "მის სა­ქარ­თვე­ლომ" თამ­თა შე­და­ნი­ამ ჯვა­რი და­ი­წე­რა - ფოტოები ცერემონიიდან

30 წლის მო­დელ­მა, ყო­ფილ­მა "მის სა­ქარ­თვე­ლომ" თამ­თა შე­და­ნი­ამ ჯვა­რი და­ი­წე­რა. თამ­თას მე­უღ­ლე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი რატი რა­ტი­ა­ნია. წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც ერ­თად ცხოვ­რობს. გა­სულ წელს მათ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ. თამ­თა ერთხელ უკვე იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­და­ნაც გო­გო­ნა ჰყავს, სა­ხე­ლად მია.

ჯვრის­წე­რი­სა და ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ის კადრები თამთამ "ისნტაგრამზე" განათავსა.

tamtaaaa-1664097343.jpg

ერთი წლის წინ, თამ­თა ჟურ­ნალ "გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"ბედ­ნი­ე­რე­ბაც და უბე­დუ­რე­ბაც ცხოვ­რე­ბა­ში თან დამ­ყვე­ბა. ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, ბედ­ნი­ე­რი დიდ­ხანს იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რიც არ­სე­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ცოტა ხანს გრძელ­დე­ბა. სულ ვზრუ­ნავ, ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი, ეპი­ზო­დე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში დიდ­ხანს გა­მიგ­რძელ­დეს. უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ - ცხა­დია, თუ ეს ტრა­გე­დი­ას არ ეხე­ბა: ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს შე­გიძ­ლია, უბე­დუ­რიც იყო და ბედ­ნი­ე­რიც - ორი­ვე გან­წყო­ბას თა­ვად ქმნი.

უბ­რა­ლოდ, უნდა ეცა­დო, უფრო ბედ­ნი­ე­რი იყო, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო ლა­მა­ზიც ხარ, კარ­გიც, პო­ზი­ტი­უ­რიც, სა­სი­ა­მოვ­ნოც... შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ისე გა­მი­ხარ­დეს, რომ ცრემ­ლე­ბიც წა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ხში­რად ვტი­რი-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. თუ ვტი­რი, შე­იძ­ლე­ბა, გან­ვმარ­ტოვ­დე (რაც იშ­ვი­ა­თად მომ­ხდა­რა)...“