"ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა მარ­თლა არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი და­გიბ­რუნ­დე­ბით" - კვირის პალიტრა

"ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა მარ­თლა არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი და­გიბ­რუნ­დე­ბით"

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც დეპ­რე­სი­ას ებ­რძვის, ამ თე­მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ადა­მი­ა­ნებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"მძი­მე დეპ­რე­სი­ა­სა და შფოთვით აშ­ლი­ლო­ბებ­თან წე­ლი­წად­ზე მეტ­ხნი­ან ბრძო­ლა­ში, რო­მელ­თა კუ­დებ­საც ახლა ვუ­ღებ ბო­ლოს, კარ­გად მივ­ხვდი რა გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძალა აქვს სი­ტყვას.

ამ ომზე, სა­სო­წარ­კვე­თა­ზე, ტკი­ვილ­ზე, ტან­ჯვა­ზე, ფსკერ­ზე ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად დავ­წერ. დავ­წერ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ახლა იბ­რძვის და იმე­დი სჭირ­დე­ბა - სი­ტყვა სჭირ­დე­ბა, უბ­რა­ლო და ყვე­ლა­ზე დიდი. ახლა კი მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ; ხალ­ხს, ვინც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბო­და ან აქ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიც­ვლი­და ორი­ოდ სი­ტყვას.

მე ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა მარ­თლა არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი და­გიბ­რუნ­დე­ბით და თქვენ­თან ერ­თად დიდ საქ­მე­ებს გა­ვა­კე­თებ. ეს მად­ლო­ბა გარ­და­უვ­ლად უნდა მეთ­ქვა", - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.