ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ერეკ­ლე მე­ფის შე­სა­ხებ გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა - კულტურის სამინისტრო გამოფენის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ერეკ­ლე მე­ფის შე­სა­ხებ გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა - კულტურის სამინისტრო გამოფენის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ერეკ­ლე მე­ფის შე­სა­ხებ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა. გა­მო­ფე­ნის გახ­სნას კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნიც და­ეს­წრო. შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­ებს უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, "ფე­ის­ბუქ­ში" აქ­ვეყ­ნე­ბენ.

wulukianitea1-1664106155.png

"ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში ერეკ­ლე მე­ფის შე­სა­ხებ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მო­ფე­ნა გა­იხ­სნა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით, დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში დიდი ქარ­თვე­ლი მე­ფის, ერეკ­ლე მე­ო­რი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გა­მო­ფე­ნა "მეფე ერეკ­ლე - სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი ლომი“ გა­იხ­სნა.

გა­მო­ფე­ნის გახ­სნას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ნიკა ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ნინო ჭი­პაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გუ­რამ ურ­ჩუ­ხიშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.