თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი კვიპროსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე - კვირის პალიტრა

თემურ ქეცბაიას წარმატებული დებიუტი კვიპროსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე

24 სექ­ტემ­ბერს თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ კვიპ­რო­სის ეროვ­ნუ­ლი სა­ფხე­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის რან­გში სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩი გა­მარ­თა - დე­ბი­უ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. კვიპ­როს­მა "ერთა ლი­გის" С2 ჯგუფ­ში სა­ბერ­ძნე­თი, ან­გა­რი­შით 1-0 და­ა­მარ­ცხა. მატ­ჩი ლარ­ნა­კა­ში გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რის ერ­თა­დერ­თი გოლი მე-18 წუთ­ზე "კან­ზას სი­ტის" 21 წლის ნა­ხე­ვარმცველ­მა, მა­რი­ოს ცი­ო­ნის­მა გა­ი­ტა­ნა.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელა­დე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე ტურ­ნირ­ზე პირ­ვე­ლად გა­უშ­ვეს გოლი.

ქეც­ბა­ი­ას გუნ­დი С დი­ვი­ზი­ონ­ში ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის იბ­რძვის, 5 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა და 27 სექ­ტემ­ბერს დას­კვნით ტურ­ში პრიშ­ტი­ნა­ში კო­სო­ვოს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ქეც­ბა­ი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. მისი ამ გა­მარ­ჯვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს შან­სი მი­ე­ცა, რომ პლეი-ოფის შეხ­ვედ­რა სა­კუ­თარ კედ­ლებ­ში ჩა­ა­ტა­როს, ამის­თვის კი ერ­თა­დერ­თი რამ არის სა­ჭი­რო - ჩვენ­მა გუნ­დმა გიბ­რალ­ტა­რი და­ა­მარ­ცხოს.

გარ­და იმი­სა, თუ სად გა­ი­მარ­თე­ბა მომ­დევ­ნო ეტა­პის თა­მა­შე­ბი, ასე­ვე გა­სარ­კვე­ვია, რო­მე­ლი გუნ­დი, რო­მელს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მო­ცე­მუ­ლო­ბა კი ასე­თია - თუ ყა­ზა­ხე­თი აზერ­ბა­ი­ჯანს მო­უ­გებს, მა­შინ ყა­ზა­ხეთს შევ­ხვდე­ბით, ხოლო თუ წა­ა­გებს - სა­ბერ­ძნეთს.

ცნო­ბის­თვის, გიბ­რალ­ტარ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მატ­ჩი 26 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 22:45 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.