რუსეთის სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება და საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ - კვირის პალიტრა

რუსეთის სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება და საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ

რუსეთის ეროვნულ სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ საწვრთნელ ბანაკებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ოლეგ მატიცინმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რათა „გაძლიერდეს ეროვნული სპორტული სექტორი და ჩამოყალიბდეს სპორტული და ეკონომიკური სუვერენიტეტი“.

თუმცა, მედიასაშუალება Inside the Games-ს მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს წამყვანი ათლეტების დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რის შემდეგაც ბევრი მამაკაცი, მათ შორის სპორტსმენი, ქვეყნიდან გაიქცა ან ცდილობს გაქცევას.

როგორც რუსული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ჯარში გაწვევის ასაკის მქონე მამაკაცებს უკრაინის რეგიონებში გამართული ე.წ. "რეფერენდუმების" შემდეგ აეკრძალებათ რუსეთის დატოვება.

"ინტერპრესნიუსი"