ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე - კვირის პალიტრა

ქალები ჩადრის გარეშე და თავისუფლება - ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორ იცვამდნენ ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე

რან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა არ წყდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მონ­სტან­ტებს ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით უს­წორ­დე­ბა. ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბი მო­ი­თხო­ვენ უფ­ლე­ბას, რომ თა­ვად გა­და­წყვი­ტონ ჩადრს და­ი­ფა­რე­ბენ თუ არა, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

პრო­ტეს­ტი 22 წლის მაჰ­სა ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მოჰ­ყვა. გო­გო­ნა "მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ" ჩად­რის "არას­წო­რად ტა­რე­ბის" გამო და­ა­კა­ვა, და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე ის კო­მა­ში ჩა­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაჰ­სას სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ, სცე­მეს, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბილ­ზე თავი მი­არ­ტყმე­ვი­ნეს, გო­გო­ნა კო­მა­ში ჩავ­რდა და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ ირან­ში პროს­ტეს­ტმა მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო.

ირა­ნელ ქა­ლებს ყო­ველ­თვის ასეთ შე­ზღუ­დულ გა­რე­მო­ში არ უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა.

ათწლე­უ­ლე­ბის წინ, ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე, ანუ 1979 წლამ­დე, ირანს შაჰი, მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი გა­ნა­გებ­და. ფეჰლევს, რო­მე­ლიც ტახ­ტზე 1941 წელს ავი­და, სურ­და ირა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნად ექ­ცია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად, თა­ვი­სუფ­ლად და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით იცხოვ­რებ­დნენ.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რომ­ლის მი­ზა­ნიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა იყო, მათ შო­რის, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. რე­ფორ­მის შე­დე­გად, ირა­ნელ ქა­ლებს ხმის მი­ცე­მის და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

რე­ფორ­მე­ბი მას­შტა­ბუ­რი იყო და ხში­რად არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფორ­მე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნას უბიძ­გებ­და და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ. ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

განაგრძეთ კითხვა ambebi.ge-ზე იხილეთ ფო­ტო­ე­ბი, ძვე­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი­დან, სა­დაც ჩანს თუ რო­გო­რი სხვაგ­ვა­რი იყო ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე