"ჯიჯი და ლეო? - ეს უკვე ნამდვილი ამბავია... ისინი ძალიან ბედნიერები არიან" - რას წერს მედია ახალ ვარსკვლავურ წყვილზე - კვირის პალიტრა

"ჯიჯი და ლეო? - ეს უკვე ნამდვილი ამბავია... ისინი ძალიან ბედნიერები არიან" - რას წერს მედია ახალ ვარსკვლავურ წყვილზე

კა­მი­ლა მო­რო­ნეს­თან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ოს­კა­რო­სან მსა­ხი­ობ ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს უკვე ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჰყავს და თუ და­სავ­ლურ ტაბ­ლო­ი­დებს და­ვუ­ჯე­რებთ, ის 27 წლის სუ­პერ­მო­დელს, ჯიჯი ჰა­დიდს ხვდე­ბა.

ჯიჯი ჰა­დი­დი­სა და დი­კაპ­რი­ოს და­ახ­ლო­ე­ბის ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის დიდი სი­ურპრი­ზი იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხუმ­რო­ბენ, რომ ლეო 25 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქა­ლებს არ ხვდე­ბა და ამი­ტომ ჯიჯი მის ასა­კობ­რივ სტან­დარტს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

გარ­და იმი­სა, რომ ჰა­დი­დი ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია იმ ქა­ლებს შო­რის, ვის­თა­ნაც ლე­ო­ნარ­დოს რო­მა­ნი ჰქო­ნია, ამას­თა­ნა­ვე, ის უკვე დე­დაა. აქამ­დე დი­კაპ­რი­ოს არ ჰქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა ქალ­თან, რო­მელ­საც შვი­ლი ჰყავს. ჯი­ჯის ჯგუფ “One Direction”-ის ყო­ფი­ლი წევ­რის­გან, ზეინ მა­ლი­კის­გან 2 წლის გო­გო­ნა ჰყავს. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 2021 წელს და­შორ­და.

ლე­ო­სა და ჯი­ჯის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­ი­წყო. იმ­ჟა­მად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ო­ნარ­დო ჰა­დი­დით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ერთ-ერთი წყა­როს თქმით, კა­მი­ლა მო­რო­ნეს­თან და­შო­რე­ბი­დან მა­ლე­ვე, დი­კაპ­რიო-ჰა­დი­დის წყვი­ლი კლუბ­ში ერ­თა­დაც ნა­ხეს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები