დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა, თუ "სპორტული სექტორის გაუმჯობესების" სურვილი - რუსეთის სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ - კვირის პალიტრა

დეზერტირობის აღკვეთის მცდელობა, თუ "სპორტული სექტორის გაუმჯობესების" სურვილი - რუსეთის სპორტულ გუნდებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

რუ­სე­თის ეროვ­ნულ სპორ­ტულ გუნ­დებს სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა და იქ საწ­ვრთნელ ბა­ნა­კებ­სა თუ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლათ. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ტასი“ ავ­რცე­ლებს.

რუ­სე­თის სპორ­ტის მი­ნის­ტრმა ოლეგ მა­ტი­ცინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს იმი­სათ­ვის, რათა "გაძ­ლი­ერ­დეს ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტუ­ლი სექ­ტო­რი და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სპორ­ტუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი“.

თუმ­ცა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა Inside the Games-ს მი­აჩ­ნია, რომ ეს შე­საძ­ლოა იყოს წამ­ყვა­ნი ათ­ლე­ტე­ბის დე­ზერ­ტი­რო­ბის აღ­კვე­თის მცდე­ლო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც ბევ­რი მა­მა­კა­ცი, მათ შო­რის სპორ­ტსმე­ნი, ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა ან ცდი­ლობს გაქ­ცე­ვას.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია სამ­თავ­რო­ბო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, ჯარ­ში გაწ­ვე­ვის ასა­კის მქო­ნე მა­მა­კა­ცებს უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნებ­ში გა­მარ­თუ­ლი ე.წ. "რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის" შემ­დეგ აეკ­რძა­ლე­ბათ რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბა.

ambebi.ge