"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება

ლე­გენ­და­რუ­ლი მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ედუ­არ­დო პა­ლო­მო ქარ­თვე­ლებ­მა 90-იან წლებ­ში, "ეშ­მა­კი ხუ­ა­ნის“ რო­ლით გა­იც­ნეს. უკა­ნო­ნო შვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობ­და, მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნელ ორ დას შე­უყ­ვარ­და. "ვე­ლუ­რი გული“ პირ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უყუ­რებ­და. სე­რი­ა­ლი ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, რომ მშობ­ლე­ბი გო­გო­ნებს მისი მთა­ვა­რი გმი­რის, მო­ნი­კას გამო - მო­ნი­კას არ­ქმევ­დნენ.

მარ­თა­ლია, იმ წლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ ყო­ფი­ლა და არც მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვეა, მაგ­რამ ხუ­ა­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის, ედუ­არ­დო პა­ლო­მოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მა­ინც გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფა­ნე­ბის ნა­წილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია ჭორი ეგო­ნა.

მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში ვახ­შმობ­და, რო­დე­საც ცუ­დად გახ­და. მსა­ხი­ო­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა მას უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აწუ­ხებ­და.

ედუ­არ­დო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი გახ­ლდათ მსა­ხი­ობ კა­რი­ნა რი­კო­ზე. წყვილ­მა 1994 წლის ნო­ემ­ბერ­ში იქორ­წი­ნა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ერ­თად იყ­ვნენ. მათ ორი შვი­ლი ჰყავთ, ფი­ო­ნა ალექ­სა, რო­მე­ლიც 1998 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­ბა­და და 2000 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლუკა.

გა­გაც­ნობთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ:

ედუ­არ­დო პა­ლო­მო იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი სე­რი­ა­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში.

რო­დე­საც ედუ­არ­დო გარ­და­იც­ვა­ლა, მისი შვი­ლე­ბი სულ რა­ღაც 3 და 5 წლის იყ­ვნენ.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 18 წელ­ზე მეტი გა­ვი­და. მისი ოჯა­ხი, ედუ­არ­დოს ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს. მსა­ხი­ო­ბის შვი­ლებ­მა, ორი­ვემ მა­მის გზა აირ­ჩია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ მსახიობის ოჯახური ფოტოები