ბელგოროდში მდებარე სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცი "კამაზით" გაიქცა - "წაიღო ავტომატი და დანაყოფი დატოვა" - კვირის პალიტრა

ბელგოროდში მდებარე სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცი "კამაზით" გაიქცა - "წაიღო ავტომატი და დანაყოფი დატოვა"

რუ­სეთ­ში პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, კონ­ტრაქ­ტო­რი რუსი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც ბელ­გო­რო­დის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან მო­პა­რუ­ლი, "კა­მა­ზის“ სამ­ხედ­რო სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით გა­იქ­ცა. ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რამ“ არხი Baza იტყო­ბი­ნე­ბა.

მათი ცნო­ბით, 43 წლის ვიქ­ტორ პე­რე­კიპს­კი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან 23 სექ­ტემ­ბრის ღა­მით გა­იქ­ცა. მან თან წა­ი­ღო ავ­ტო­მა­ტი, ვაზ­ნე­ბი, ჩაჯ­და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში და და­ნა­ყო­ფის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა.

კურსკის რა­ი­ონ­ში მან სატ­ვირ­თო ავო­მო­ბი­ლი გზის პი­რას და­ტო­ვა და მი­ი­მა­ლა. გაქ­ცე­ულ ჯა­რის­კაცს ეძებ­და რუ­სე­თის შსს და რუ­სე­თის გვარ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ის ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია.

რო­გორც gazeta.ru წერს, ძებ­ნა დე­ზერ­ტირ­ზე მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ოჯახ­მა გან­გა­ში ატე­ხა, რად­გა­ნაც კაცს ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

მე­დი­ის ცნო­ბით, კაცი აპი­რებ­და კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტას, მაგ­რამ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ ამას ვე­ღარ შეძ­ლებ­და, რის გა­მოც გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა. ჯა­რის­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია და ის და­კი­თხვა­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ambebi.ge