"ვპროგნოზირებ სტატეგიული ქალაქის, ლიმანის გათავისუფლებას მაქსიმუმ 3 დღეში... ყველაფერი მიდის კარგად"- რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"ვპროგნოზირებ სტატეგიული ქალაქის, ლიმანის გათავისუფლებას მაქსიმუმ 3 დღეში... ყველაფერი მიდის კარგად"- რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პროგ­ნო­ზით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ქა­ლაქ ლი­მანს ოკუ­პან­ტე­ბის­გან სამ დღე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს:

"მე ვპ­როგ­ნო­ზი­რებ სტა­ტე­გი­უ­ლი ქა­ლა­ქის, ლი­მა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაქ­სი­მუმ 3 დღე­ში. ამის შემ­დეგ გა­იხ­სნე­ბა პლაც­დარ­მი სე­ვე­რო­დო­ნეც­კის, ხოლო ჩრდი­ლო­ე­თი­დან ლი­სი­ჩანსკის ასა­ღე­ბად. ამ ოპე­რა­ცი­ას დას­ჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 თვე და შემ­დეგ უკვე მო­დის ქა­ლა­ქი ლუ­განსკი და ლუ­განსკის მთე­ლი ოლ­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ის­რა­ელ­მა პო­ლო­ნე­თის გავ­ლით უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბის ჩა­მო­საგ­დე­ბად, იქ, სა­დაც უკვე მი­აღ­წია ამ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბამ ეს დრო­ნე­ბი ვე­ღარ დაფ­რი­ნა­ვენ. ახლა ურტყა­მენ ოდე­სას, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იდე­სა­შიც მალე გაჩ­ნდე­ბა (რა თქმა უნდა, ოდე­სა­ში მყავს ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­რო) ეს ია­რა­ღი და იქაც ვე­ღარ და­ბომ­ბა­ვენ.

გუ­შინ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ზუს­ტი დარ­ტყმით მოკ­ლეს დე­პუ­ტა­ტი მო­ღა­ლა­ტე ჟუ­რავ­კო, რო­მე­ლიც წინა დღით დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას “რე­ფე­რენ­ფუმ­ში” და აქ­ტი­უ­რად აგი­ტი­რებ­და. ეს უკვე უკ­რა­ი­ნის რა­დის მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტე დე­პუ­ტა­ტია, რო­მე­ლიც გა­ა­ნად­გუ­რეს ხერ­სონ­ში. 2008 წელს სწო­რედ ეს ჟუ­რავ­კო აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ომს და ითხოვ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას.

სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რომ ლე­ვა­დას ცენ­ტრის გა­მო­კი­თხვით რუ­სე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი უკვე მო­ი­თხოვს უკ­რა­ი­ნას­თან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ეს თით­ქმის სამ­ჯერ მე­ტია ვიდ­რე ომის და­სა­წყის­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ­ში მხარ­და­ჭე­რის ბაზა პუ­ტინს კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ეშ­ლე­ბა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ახალ წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად ეს ციფ­რი მკვეთ­რად გა­იზ­რდე­ბა. ხარ­კოვ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად შე­წყდა არ­ტი­ლე­რი­უ­ლი თავ­დას­ხმე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი მი­დის კარ­გად", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.