რუსეთში, იჟევსკის სკოლაში სროლა იყო, დაიღუპა მინიმუმ 6 ადამიანი - კვირის პალიტრა

რუსეთში, იჟევსკის სკოლაში სროლა იყო, დაიღუპა მინიმუმ 6 ადამიანი

რუსეთში, ქალაქ იჟევსკის #88-ე სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ინფორმაციას რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ 6 და დაშავდა 20-მდე ადამიანი. დაღუპულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირიც.

„ამ დროისთვის ცნობილია 6 გარდაცვლილისა და 20-მდე დაშავებულის შესახებ. ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებენ უწყებაში.

IPN