"ბატონ კობახიძეს მინდა კითხვა შევუბრუნო: ომი გინდათ?! - კობახიძემ საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის პუტინს ფაქტობრივად, მტკიცებულებები შეუქმნა" - კვირის პალიტრა

"ბატონ კობახიძეს მინდა კითხვა შევუბრუნო: ომი გინდათ?! - კობახიძემ საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის პუტინს ფაქტობრივად, მტკიცებულებები შეუქმნა"

ბატონ კობახიძეს მინდა კითხვა შევუბრუნო: ომი გინდათ?! - კობახიძემ საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის პუტინს ფაქტობრივად, პირდაპირ შეუქმნა მტკიცებულებები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა პუტინის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში, საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო ისინი მასიურად მოდიან საქართველოში, აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის და დაწესდეს გარკვეული გამონაკლისები.

„მინდა გაგაცნოთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოდინებას საქართველოში.

5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია, სადაც ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას რუსეთის მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი.

უფრო მეტიც, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ რუსულენოვანი მოქალაქეები დაცული იქნან და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისში, როგორ გამოიყენა რუსეთმა საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად, რაც ყველაზე საგანგაშოა. ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად, პირდაპირ შეუქმნა მტკიცებულებები, ვლადიმერ პუტინს და რუსეთში არსებულ ხელისუფლებას საქართველოზე განსახორციელებელი აგრესიისთვის.

კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიას ანტისემიტიზმს ადარებს. ირაკლი კობახიძე არის პრორუსული პარტიის თავმჯდომარე, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ კონტაქტზეა რუსეთის ხელისუფლებასთან იმიტომ, რომ პუტინის ახალ დოქტრინას უქმნის მტკიცებულებებს აქ განსახორციელებელი აგრესიისთვის.

რას ვითხოვთ ჩვენ ?! ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და უზარმაზარი რიგი დგას ლარსის გამშვებ პუნქტთან, შესაბამისად “სტრატეგია აღმაშენებლის“ მოთხოვნაა:

დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი - საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ სამშობლოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი იქნება. სხვა ვარიანტი და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ის საფრთხე, რის წინაშეც ახლა ვდგავართ.

უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10 % იქნება რუსეთის მოქალაქეები. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. გააგრძელეთ კითხვა