"ყოველ ათ წუთში მირეკავდნენ და მიყვიროდნენ მეგანი ან ჰარი" - თანამშრომლებს აშინებდა და აბულინგებდა - მეგან მარკლი ხელქვეითებმა ამხილეს - კვირის პალიტრა

"ყოველ ათ წუთში მირეკავდნენ და მიყვიროდნენ მეგანი ან ჰარი" - თანამშრომლებს აშინებდა და აბულინგებდა - მეგან მარკლი ხელქვეითებმა ამხილეს

სამეფო მემატიანემ, ვალენტაინ ლოუმ, თავის ახალ წიგნში "კარისკაცები: ფარული ძალა გვირგვინის უკან" მეგან მარკლის შესახებ საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, ლოუმ თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რა სასტიკად ეპყრობოდა მარკლი თანაშემწეებს და როგორ აბულინგებდა მათ. ბიოგრაფის თქმით, ერთ დღეს მეგანმა კოლეგების თანდასწრებით უხეშად გაკიცხა ახალგაზრდა გოგონა და უთხრა, რომ შემდეგ ჯერზე დახმარებისთვის სხვას მიმართავდა, თუ ასეთი შესაძლებლობა ექნებოდა. გარდა ამისა, თანაშემწეებს პრინცი ჰარის თანდასწრებითაც ხშირად უყვიროდა და თუ მარკლი მეუღლესთან ერთად ვახშამზე სადმე მიდიოდა, დამხმარეების კონტროლსა და მათთან დარეკვას მაინც არ წყვეტდა.

"ყოველ ათ წუთში ან მეგანი, ან კიდევ ჰარი მირეკავდა და მიყვიროდნენ. მეუბნებოდნენ: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთე, საიდან მოიფიქრე?" ასე გრძელდებოდა საათების განმავლობაში", - იხსენებს მათი ყოფილი დამხმარე გოგონა.სასახლის კიდევ ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ერთხელ, როდესაც რაღაც სწორად ვერ გააკეთა, მეგან მარკლთან დაკავშირება ვერ შეძლო და ძალიან შეეშინდა."ტელეფონს არ იღებდა და ძალიან შემეშინდა. შესაძლოა, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სულ ვკანკალებდი", - თქვა მარკლის ყოფილმა თანამშრომელმა.

მეგანის პირადი მდივნის, სამანტა კოენის მეგობარმა აღიარა, რომ სასექსის ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან მუშაობა მისთვის კოშმარი იყო."სამანტამ თქვა, რომ მათთან მუშაობა მოზარდებთან მუშაობას ჰგავდა. გაუსაძლისი იყო მათთან ყოფნა. გამუდმებით ავიწროებდნენ და ჩემი მეგობარი ამის გამო ძალიან უბედური იყო", - იხსენებს ქალი.

წიგნის მიხედვით, 2018 წელს სასახლის პრესსამსახურის უფროსმა ჯეისონ კნაუფმა პრინც უილიამის პირად მდივანს წერილი მისწერა, რომელშიც მეგან მარკლის საქციელთან დაკავშირებით გრძნობებს გულწრფელად უზიარებდა."ძალიან დამწუხრებული ვარ. ჰერცოგინიას ორმა პირადმა თანაშემწემ სამსახური ბულინგის გამო უკვე დატოვა. როგორც ჩანს, ის ყოველთვის ამოიჩემებს ხოლმე ვიღაცას", - წერდა ჯეისონ კნაუფი. გააგრძელეთ კითხვა