რუსეთის ეფესბე ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობას ადასტურებს, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმას უარყოფს - კვირის პალიტრა

რუსეთის ეფესბე ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობას ადასტურებს, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმას უარყოფს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორი „გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოძრაობს“. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორი რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუკი რეზერვისტები სასაზღვრო ფორმალობების გარეშე ქვეყნის დატოვებას მოინდომებენ.

„ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს გახსნის მიზნით, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევაში, თუ რეზერვისტები მოინდომებენ საგუშაგოს გარღვევას და ქვეყნის დატოვებას სასაზღვრო ფორმალობების გარეშე“, - აცხადებენ უწყებაში.

IPN