“JCB კავკასია“ - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში - კვირის პალიტრა

“JCB კავკასია“ - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

ბრიტანული პრემიუმ ბრენდის სპეცტექნიკის ექსკლუზიური სანახაობა - JCB Dancing Diggers შოუ რეგიონში პირველად გაიმართა.Tegeta Construction Equipment-მა ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 200-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.25 სექტემბერი. ბათუმი. საქართველო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Construction Equipment, რომელიც სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს, JCB-ის, ექსკლუზიურად წარმოადგენს რეგიონში, ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კომპანიის ბათუმის ფილიალში სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპო მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

tegetaaa-1664202202.jpg

გიორგი ბერიძე, „Tegeta Construction Equipment“-ის დირექტორი: ,,მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ბრიტანული ბრენდი, JCB, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, მთელ მსოფლიოში ხარისხის ეტალონად ითვლება. მაღალი კლასის სამშენებლო და სპეცტექნიკის მწარმოებელს კავკასიაში Tegeta Construction Equipment ოფიციალურად წარმოადგენს. უკვე წლებია, რაც ჩვენი კომპანია რეგიონში წარმატებით ოპერირებს. გვინდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის.“

"JCB კავკასიის“ მასშტაბური რეგიონული ღონისძიების კულმინაციური ნაწილი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სანახაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რეგიონში პირველად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმრებისთვის გაიმართა. ამისათვის JCB-ის სადემონსტრაციო გუნდის წევრები ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ბათუმში, თეგეტას ფილიალში შეკრებილმა სტუმრებმა "მოცეკვავე“ სპეცტექნიკა იხილეს.

(R)