ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

“ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის” - ამ მოთხოვნით, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მოქალაქეები და ბათუმში მცხოვრები უკრაინელი დევნილები შეიკრიბნენ.

როგორც მათ განაცხადეს, აღნიშნული მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კი, პეტიცია საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

“საქართველოს ხელისუფლება ყველა ადამიანს უშვებს ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობა ოკუპაციის კანონი დაარღვია თუ არა, ვინ არიან ეს ადამიანები… აქ საუბარია ათასობით ადამიანზე, რა თქმა უნდა, შეუთავსებელია ეროვნულ ინტერესებთან. სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად იწერება იმ ადამიანების შესახებ, ვინც მართლა გამოექცა პუტინის რეჟიმს, მათ შორის თქვენი კოლეგები, რომელსაც საქართველო,სახელმწიფო ქვეყანაში არ უშვებს. ამის ფონზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოდის, რა საფრთხეების მატარებელი შეიძლება იყოს ეს, ალბათ, რთული გასარკვევი არ არის, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი რუსეთის ბუნებას და პუტინის კონკრეტულ პერსონაას, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანია, რისთვისაც ბავშვების სიკვდილი მისთვის არაფერია. სახიფათო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გააცნობიეროს”, - განაცხადა ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"