დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა - კვირის პალიტრა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული ე.წ. რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის მიერ გამართული უკანონო რეფერენდუმის საპასუხოდ სანქციების პაკეტი გამოაცხადა.

ბრიტანული მედიის ცნობით, 92 სანქციის სამიზნეს უკრაინის ოთხ რეგიონში ორგანიზებული ყალბი კენჭისყრის უკან მდგომი პირები წარმოადგენენ.

ამასთან, სანქციები ასევე შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც რუსეთის ომის მხარდაჭერას აგრძელებენ.

ე.წ. რეფერენდუმის გამო სანქცირებულ 33 ოფიციალურ პირს შორის არიან: ხერსონის მთავრობის ახლახან დანიშნული მეთაურ სერგეი ელისეიევი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ივან კუსოვი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მთავრობის სავარაუდო მეთაური ევგენი ბალიცკი.

სანქციები ასევე დაუწესდათ ოლიგარქებსაც.

"იარაღის ლულაზე ჩატარებული ყალბი რეფერენდუმები არ შეიძლება იყოს თავისუფალი ან სამართლიანი და ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ შედეგებს” - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

"ინტერპრესნიუსი"