"ადამიანებს "ზემო ლარსზე" ნება დართეს საზღვარი ფეხით გადაკვეთონ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

"ადამიანებს "ზემო ლარსზე" ნება დართეს საზღვარი ფეხით გადაკვეთონ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ჩრდილოეთოსური "ტელეგრამარხები“ იუწყებიან, რომ ადამიანებს ნება დართეს "ზემო ლარსზე“ საპასპორტო კონტროლი გაიარონ და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ფეხით გადავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა "ეხო კავკაზა“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე საზღვრის გადალახვა მხოლოდ ავტოტრანსპორტით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი.

გამოცემასთან ინფორმაცია დაადასტურეს ჩრდილოეთი ოსეთის რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურში, სადაც აღნიშნეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება „სისწრაფისთვის“მიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ ახლა საზღვრის გადაკვეთა ფეხითაც არის შესაძლებელი, ე.წ. ზემო ლარსის "ჩატში“ და "ტელეგრამ“ არხში "Tbilisi_life“ წერენ.

"ინტერპრესნიუსი"