"მზად ვარ ჩემი საბანკო ანგარიშები და ჩემი ოჯახის წევრების გავასაჯაროვო" - კვირის პალიტრა

"მზად ვარ ჩემი საბანკო ანგარიშები და ჩემი ოჯახის წევრების გავასაჯაროვო"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მომხრეა, რომ ვინც ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის და საჯარო აქტიურიბაშია ჩართული, საკუთარი შემოსავლები გაასაჯაროვოს.

ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს და აღნიშნავს, რომ „ეს სასარგებლო ლუსტრაცია იქნება“.

“საერთოდ, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვინც ებრძვის და საჯარო აქტიურიბაშია ჩართული, პრეტენზია აქვს სხვებთან - მომხრე ვარ საკუთარი შემოსავლები გაასაჯაროვოს.

მე მზად ვარ ჩემი საბანკო ანგარიშები და ჩემი ოჯახის წევრების გავასაჯაროვო. ყველა კაპიკი. დეკლარაციის მიღმაც, თუ რამე დაინტერესება იქნება.

პილიტიკაში ყოფნის დროს შეძენილი ნივთებიც.

ვფიქრობ სასარგებლო ლუსტრაცია იქნება“,- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

"ინტერპრესნიუსი"