"უკრაინელებმა ხერსონში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში რუსების კუთვნილი დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს" - უკრაინის გენშტაბი - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა ხერსონში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში რუსების კუთვნილი დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ხერსონში განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა შვიდი ერთეული „ურალის“ სატვირთო მანქანა, მელიტოპოლში 10-მდე ერთეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა და 20-ზე მეტი ოკუპანტი.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკისა და ჩერნიგოვკას დასახლებების ტერიტორიებზე მოწინაღმდეგის С-300 სარაკეტო კომპლექსი და ხუთი ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, დაჭრილია 50-ზე მეტი რუსი სამხედრო.

IPN