რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 10 დღეში - შსს ინფორმაციას ასაჯაროებს: "მომატებულია იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც შემოშვებაზე უარი ეთქვა" - კვირის პალიტრა

რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან საქართველოში ბოლო 10 დღეში - შსს ინფორმაციას ასაჯაროებს: "მომატებულია იმ პირთა რაოდენობაც, ვისაც შემოშვებაზე უარი ეთქვა"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თი­დან შე­მომ­სვლელ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 21 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მო­ი­მა­ტა.

მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან შე­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის სტან­დარ­ტის, რა­ო­დე­ნო­ბის და უა­რის თქმის სა­ფუძ­ვლე­ბი­სა და წე­სე­ბის შე­სა­ხებ. მიმ­დი­ნა­რე წლის 21 სექ­ტემ­ბრის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ზღვარ­ზე მო­ი­მა­ტა რუ­სე­თი­დან შე­მომ­სვლელ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ.

სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­გაც­ნობთ ბოლო 10 დღის მო­ნა­ცე­მებს, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი ყვე­ლა გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან გად­მოკ­ვე­თა და გა­დაკ­ვე­თა:

17 სექ­ტემ­ბერს 6986 - 740618 სექ­ტემ­ბერს 6606 - 674319 სექ­ტემ­ბერს 6411 - 678220 სექ­ტემ­ბერს 5603 - 619921 სექ­ტემ­ბერს 6402 - 601122 სექ­ტემ­ბერს 6150 - 605023 სექ­ტემ­ბერს 9307 - 621424სექ­ტემ­ბერს 9330 - 624925 სექ­ტემ­ბერს 11 143 - 551926 სექ­ტემ­ბერს 10 804 – 4947 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქემ.რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან მო­მა­ტე­ბუ­ლი ნა­კა­დის ეფექ­ტი­ა­ნად მარ­თვის მიზ­ნით, სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტ „და­რი­ალ­ში“ და­მა­ტე­ბით გან­ლა­გე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­გორც სა­სა­ზღვრო სა­მიგ­რა­ციო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, ასე­ვე, პუნ­ქტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და შე­საძ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით.

ამას­თა­ნა­ვე, სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტში მუდ­მივ რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფი, უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და რის­კე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია იმ მო­ქა­ლა­ქე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, რო­მელ­თა შე­მოშ­ვე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ ხდე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ხში­რად ის­მის კი­თხვე­ბი შე­მოშ­ვე­ბის წე­სებ­სა და უა­რის თქმის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.რო­გორც ცნო­ბი­ლია, „უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის“ მე-12 მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას ნე­ბის­მი­ე­რი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გა­დის ინ­სპექ­ტი­რე­ბას სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტში, რის შე­დე­გა­დაც მას ან ეძ­ლე­ვა თან­ხმო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს. უცხო ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­სპექ­ტი­რე­ბა/გა­მო­კი­თხვა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­მოს­ვლის თან­ხმო­ბის ან უა­რის თქმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე­სა­ზღვრე სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად იღებს.

მა­გა­ლი­თად, ით­ვა­ლის­წი­ნებს პი­რის ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მგზავ­რო­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბი­სას ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის საკ­მა­რის ოდე­ნო­ბას, წარ­სულ­ში ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნის ვა­დებს და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ დარ­ღვე­უ­ლია ეს სტან­დარ­ტი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს ად­გილ­ზე უმარ­ტა­ვენ უა­რის თქმის შე­საძ­ლო მი­ზე­ზებს და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის პი­რო­ბებს.

სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტებ­ში რის­კის შემ­ცვე­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­სპექ­ტი­რე­ბა/გა­მო­კი­თხვა და მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­სა­ზღვრო-გამ­ტა­რი პუნ­ქტი­სა და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გარ­კვე­ულ­წი­ლად იწ­ვევს რი­გე­ბის წარ­მოქ­მნას, რაც, პა­რა­ლე­ლუ­რად, რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის დრო­ის გაზ­რდილ მო­ნაკ­ვეთს სა­ჭი­რო­ებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­თვი­უ­რად, პრო­აქ­ტი­უ­ლად აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა და ტრან­სპორ­ტის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ერთი მხრივ - სტა­ტის­ტი­კის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ - შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge