თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა მიმდინარეობს

საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად “ევროპული საქართველოსა” და სხვადასხვა ორგანიზაციის ორგანიზებით, რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა მიმდინარეობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა პარლამენტთან აქციით დასრულდება.

“27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი სიცოცხლე წაართვა.

გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.

დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

"ინტერპრესნიუსი"