"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და განვუცხადე, რომ ნატოს მოკავშირეების პოზიცია ურყევია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის და საკუთარი თავდაცვის საკითხებში" - კვირის პალიტრა

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და განვუცხადე, რომ ნატოს მოკავშირეების პოზიცია ურყევია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის და საკუთარი თავდაცვის საკითხებში"

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს მოკავშირეების პოზიცია ურყევია უკრაინის მიმართ, რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს კი არ გააჩნიათ ლეგიტიმაცია.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

"ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და განვუცხადე, რომ ნატოს მოკავშირეების პოზიცია ურყევია უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის და საკუთარი თავდაცვის საკითხებში. ყალბი რეფერენდუმები, რომლებსაც რუსეთი ატარებს, არ გააჩნიათ ლეგიტიმურობა და წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის“ , - წერს სტოლტენბერგი.

"ინტერპრესნიუსი"