"თუ ვინმე აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ნელი დოროყაშვილია - მოსამართლემ მას შესთავაზა, რომ დახურულიყო სხდომა, რაზეც ქალბატონმა ნელიმ კატეგორიული უარი განაცხადა" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ნელი დოროყაშვილია - მოსამართლემ მას შესთავაზა, რომ დახურულიყო სხდომა, რაზეც ქალბატონმა ნელიმ კატეგორიული უარი განაცხადა"

თუ ვინმე ამ საქმეში არ ფიქრობს და აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ეს არის თავად ნელი დოროყაშვილი - მოსამართლემ მას შესთავაზა, რომ დახურულიყო სასამართლო სხდომა, ვინაიდან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული პროცესების ყურება, რაზეც ქალბატონმა ნელიმ განაცხადა კატეგორიული უარი, - ამის შესახებ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღნიშნული საქმე არის შურისძიების მოტივებზე.

„ნელი დოროყაშვილის დაკითხვა გრძელდება. მისი უფლებაა ვის წინააღმდეგ რას დაიწყებს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ვინმე ამ საქმეში არ ფიქრობს და აზიანებს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ეს არის თავად ნელი დოროყაშვილი. ყველა მშობელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, მოსამართლემ მას შესთავაზა, რომ დახურულიყო სასამართლო სხდომა, ვინაიდან ბავშვისთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული პროცესების ყურება, რაზეც ქალბატონმა ნელიმ განაცხადა კატეგორიული უარი. პირველ რიგში სწორედ, ეს აზიანებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს და ფსიქიკას. დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება ნელი დოროყაშვილის დაკითხვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღნიშნული საქმე არის შურისძიების მოტივებზე მდგარი და შურისძიება, რომ ძალიან სულმოკლე საქციელია მე მგონი ამაზე ყველა ვთანხმდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ და თავად ნელი დოროყაშვილის დაკითხვის შემდგომ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.