აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი - კვირის პალიტრა

აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში, შესაძლოა ორმაგი, რუსეთ-ამერიკის მოქალაქეობის მქონე პირებიც გამოიძახონ.

„რუსეთმა შეიძლება უარი თქვას ორმაგი მოქალაქეების აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შეუშალოს მათ აშშ-ის საკონსულოზე წვდომას, ხელი შეუშალოს მათი რუსეთიდან გამგზავრებას და ორმაგი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში გაიწვიონ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთში არ გაემგზავრონ, მათ კი, ვინც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან ქვეყანაში, "დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი".

დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ კომერციული ფრენის ვარიანტები რუსეთიდან „ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია“ და ხშირად სურვილისთანავე ხელმისაწვდომი არ არის.