ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და. ლუ­კა­შენ­კო აფხა­ზე­თის ე.წ.პრე­ზი­დენტს ას­ლან ბჟა­ნი­ას ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზე შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რა­ზე ლუ­კა­შენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აფხა­ზე­თის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

"გუ­შინ ჩვენს უფ­როს ძმას­თან, ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე პუ­ტინ­თან აფხა­ზე­თის პრობ­ლე­მე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ. ღა­მემ­დე ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ ამ სა­კი­თხებ­ზე და მი­ვე­დით ერთ დას­კვნამ­დე, რომ აფხა­ზე­თის მი­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რათა ეს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მიწა, ხალ­ხი, ვინც აქ ცხოვ­რობს, ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რობ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ.

მისი თქმით, ბე­ლა­რუ­სია და რუ­სე­თი კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ თა­ვი­ანთ ქმე­დე­ბებს.

"დღეს, რო­გორც არას­დროს, ჩვენ ვნა­ხეთ რა გახ­და მსოფ­ლიო. მშვი­დად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ მოგ­ვცე­მენ. ამი­ტომ, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­ვამ­ყა­როთ“, - აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.