"ლუკაშენკოს ვიზიტი არის იმისთვის, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით" - კვირის პალიტრა

"ლუკაშენკოს ვიზიტი არის იმისთვის, რომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით"

არმიის, კონვერსიისა და განიარაღების უკრაინის კვლევითი ცენტრის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ გოპჩაკის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში არის იმისთვის, რომ ლუკაშენკომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

როგორც ვოლოდიმირ გოპჩაკმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ოფიციალური თბილისის რეაქციაზე.

„24 თებერვლიდან ბელარუსი ოფიციალურად არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თანამონაწილე. კრემლიდან მუდმივად მიმდინარეობს მინსკზე ზეწოლა, პირადად ლუკაშენკოზე. ზეწოლა ეხება ბელორუსიის ჯარების შეყვანას უკრაინის ტერიტორიაზე. საშინელი მოვლენები, რაც იყოს კიევის ოლქში, ასევე უკრაინის ჩრდილოეთ ოლქებში, იყო შედეგი იმისა, რომ ბელორუსმა თავისი ტერიტორია დათმო რუსეთს უკრაინისთვის დარტყმის განხორციელების მიზნით. პუტინი დაინტერესებულია ომის ინტერნაციონალიზაციით. ლუკაშენკო დიდი ხანია დაჰპირდა პუტინს, რომ ის ბელარუსის კონტინგენტს შეიყვანს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის მოქმედებების მხარდასაჭერად.

ბელარუსი ცდილობს კრემლთან ითამაშოს თამაში და იპოვოს ე.წ. გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელშიც თვითონ მოაქცია თავისი თავი. ახლა ჩავიდა აფხაზეთში, რომელიც ხდება რეფერენდუმის პარალელურად. ეს ვიზიტი იმისათვის არის, რომ ლუკაშენკომ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რასაც კრემლი აიძულებს მას. ეს არის რუსეთის სიგნალი თბილისთვის ლუკაშენკოს გავლით. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ოფიციალური თბილისის რეაქციაზე. ჩემი აზრით, ეს არის საკვანძო მომენტი“,- განაცხადა ვოლოდიმირ გოპჩაკმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია წამგებიანი პოზიცია.

"ჩემთვის ძალიან გასაკვირია ასეთი მიდგომა. არა მარტო თბილის, არამედ სამხრეთ კავკასიაში რამდენიმე სახელმწიფო ფიქრობდნენ, რომ უკრაინა სამ დღეში დაეცემოდა. ის პოზიცია, რაც თბილისს აქვს შეიქმნა არა 24 თებერვალს, არამედ ეს არის თბილისის რუსეთის მიმართ მრავალ წლიანი მიდგომის შედეგი. ჩემი აზრით, თბილის იმყოფება ემპათიის მდგომარეობაში“,- განაცხადა გოპჩაკმა.

"ინტერპესნიუსი"