"ყველა მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში. შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მაქსიმალურად ხდება გაფილტვრა" - კვირის პალიტრა

"ყველა მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში. შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მაქსიმალურად ხდება გაფილტვრა"

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა დიდია, თუმცა მათი გაფილტვრა ხდება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ყველა მსურველი ადამიანი ვერ შემოდის.

"შემოსვლის მსურველთა დიდი რაოდენობა იყო, მაგრამ შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მაქსიმალურად ხდება გაფილტვრა. ყველა მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში. შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას იღებენ სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"