როგორ ეხმაურება ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილი?
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს “სამარცხვინო ნაბიჯად” აფასებს. ამის შესახებ იგი პირად Twitter გვერდზე წერს.
“ბელარუსის მარგინალიზებული “ლიდერის”, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი - იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში - იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან”, - წერს კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.