მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში - კვირის პალიტრა

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “მკაცრად გმობს” ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ მან პირად Twitter გვერდზე დაწერა.

“მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"