"ნეკა დოროყაშვილის წინაღმდეგ, შესაძლოა, სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყონ" - რას აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?
ნეკა დოროყაშვილის, როგორც მოწმის წინაღმდეგ, შესაძლოა, სისხლისსამართლებლივი დევნა დაიწყონ. ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, თეო გვაზავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ნეკა დოროყაშვილმა ჯვარედინი დაკითხვის დროს, არ უპასუხა დაცვის მხარის შეკითხვას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო იმ ინფორმაციის გადამოწმება, რასაც დოროყაშვილი მოსამართლეს აწვდიდა. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნული ქმედებით, დოროყაშვილმა სისხსლის სამართლის დანაშული ჩაიდინა.
"ნელი დოროყაშვილმა არ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელმაც მას 2019 წელს აშს-ის ღია პირველობაზე დაუმზადა კორტზე შესასავლელი აკრედიტაცია. დოროყაშვილმა მოსამართლის თანდასწრებით, მოსამართლის განმარტების პარალელურად, ჩაიდინა სისხლისამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მან არ უპასუხა ჩვენს კითხვას, თუ ვინ არის ის პიროვნება, რომელმაც ნელი დოროყაშვილს 2019 წელს აშს-ის ღია პირველობაზე აკრედიტაცია დაუმზადა.. ჩვენ დაველოდებოთ ბრალდების მხარის რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ამის შემდაგ სამართლებლივ პროცედურებს" - აცხადებს ადვოკატი.