"ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის წი­ნაღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­ლი­ვი დევ­ნა და­ი­წყონ" - რას აცხადებს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატი? - კვირის პალიტრა

"ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის წი­ნაღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­ლი­ვი დევ­ნა და­ი­წყონ" - რას აცხადებს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატი?

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის, რო­გორც მოწ­მის წი­ნაღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­ლი­ვი დევ­ნა და­ი­წყონ. ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, თეო გვა­ზა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვის დროს, არ უპა­სუ­ხა დაც­ვის მხა­რის შე­კი­თხვას, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, რა­საც დო­რო­ყაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლეს აწ­ვდი­და. ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, დო­რო­ყაშ­ვილ­მა სისხსლის სა­მარ­თლის და­ნა­შუ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

"ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა არ და­ა­სა­ხე­ლა იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც მას 2019 წელს აშს-ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე და­უმ­ზა­და კორტზე შე­სა­სავ­ლე­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია. დო­რო­ყაშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩა­ი­დი­ნა სის­ხლი­სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, მან არ უპა­სუ­ხა ჩვენს კი­თხვას, თუ ვინ არის ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს 2019 წელს აშს-ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე აკ­რე­დი­ტა­ცია და­უმ­ზა­და.. ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბოთ ბრალ­დე­ბის მხა­რის რე­ა­გი­რე­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და ამის შემ­დაგ სა­მარ­თლებ­ლივ პრო­ცე­დუ­რებს" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.