"მიშიზმი - ვენერიული დაავადება... ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"მიშიზმი - ვენერიული დაავადება... ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" რედაქტორი - თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მიშიზმი - ვენერიული დაავადება.

ევროპული საქართველოს აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო "ნაცმოძრაობა" დაიბრუნებს ტერიტორიებსო.

ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.

P.S. აი ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი.

ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ ამ მანქურთებმა ხმა მისცენ - როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?", - წერს ჩერგოლეიშვილი.