"როცა გე­კი­თხე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, არ თქვათ, რომ არ გეს­მით პო­ლი­ტი­კა" - რას წერს რუსეთში მცხოვრები რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი - კვირის პალიტრა

"როცა გე­კი­თხე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, არ თქვათ, რომ არ გეს­მით პო­ლი­ტი­კა" - რას წერს რუსეთში მცხოვრები რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ რუ­სე­ბის ემიგ­რა­ცი­ა­ზე წერს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბად იქცა.

გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სამ­შობ­ლოც რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ გთხოვთ, როცა გე­კი­თხე­ბი­ან ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, არ თქვათ, რომ არ გეს­მით პო­ლი­ტი­კა. ვე­ცა­დე ბევ­რი ხე­ლო­ვა­ნი, ჩემი კო­ლე­გა და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მათ­თვის აფხა­ზეთ­ში არ­და­დე­გებ­ზე და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჩას­ვლა კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. მე არ მეს­მის მათი. რაც ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი იყო, მათი პა­ტი­ვის­ცე­მის ობი­ექ­ტი არ გამ­ხდა­რა. ახლა მა­ინც!..“ - წერს გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი... (წყარო)