მოითხოვე იპოთეკური სესხი area.ge-ს პლატფორმაზე - კვირის პალიტრა

მოითხოვე იპოთეკური სესხი area.ge-ს პლატფორმაზე

იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შეძენა უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა. შესაძლოა, ადამიანი წლობით აკეთებდეს დანაზოგს, მაგრამ სასურველი ბინის საყიდელი თანხა ერთიანად ვერ მოაგროვოს. ასეთ ვითარებაში იპოთეკური სესხის აღება კარგი გამოსავალია, რადგან გეძლევა საშუალება, თან გადაიხადო და თან იცხოვრო იმ სახლში, რომელზე ოცნებაშიც შესაძლოა კიდევ ბევრი წელი გაგეტარებინა.

გარდა ამისა, იპოთეკური სესხი კარგი საშუალებაა მაშინაც, როცა გაფართოება გსურს, გაყიდი უკვე არსებულ ქონებას და რა თანხაც დაგაკლდება სხვა, უფრო დიდი სახლის საყიდლად, იმისთვის მიმართავ ბანკს.

სანამ იპოთეკურ სესხზე დაიწყებ ფიქრს, ჯერ ქონება უნდა მოძებნო, ამისთვის კი იდეალური პლატფორმაა area.ge, სადაც წარმოდგენილია როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე მიწის ნაკვეთები საინვესტიციოდ თუ სააგარაკედ, ოფისები, კომერციული ფართები და.ა.შ.

არეა საკუთარ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის ქონებას, იქნება ეს ახალი აშენებული, მშენებარე თუ მეორეული. დეველოპერული კომპანიები არეასთან თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ პლატფორმის მომხმარებლებს.

საიტზე შეგიძლიათ ნახოთ თითქმის ყველა მშენებარე ბინის პროექტი დეტალურად - რენდერები, გეგმარება, ინფრასტრუქტურა, ინტერიერი თუ ექსტერიერი.

არეაზე განთავსებული ათიათასობით განცხადება გაძლევთ შანსს, აქ იპოვოთ ზუსტად ისეთი ქონება, როგორიც თქვენი ოჯახის თითოეულ წევრზე იქნება მორგებული და მაშინ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ უარი თქვენს ოცნებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ამ წუთას საკმარისი თანხა არ გაქვთ. დიახ, ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს იპოთეკური სესხი, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ იყიდოთ ქონება დღეს და გადაიხადოთ ხვალ.

როგორ ხდება იპოთეკური სესხის მოთხოვნა?

არეაზე წინასწარ შერჩეულ ქონებაზე, იპოთეკური სესხის მოთხოვნა ბანკში მისვლის გარეშე, პირდაპირ საიტიდან ხდება. მოთხოვნის დისტანციურად გასაგზავნად, აუცილებელია საიტზე წარმოდგენილი აპლიკაციის შევსება, რომელშიც უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. აპლიკაციის გაგზავნით თქვენ აკეთებთ განაცხადს ერთდროულად სამ ბანკში, ყველაზე ხელსაყრელი პირობების შემოთავაზებისას ურთიერთობას გააგრძელებთ მასთან, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღები იქნება.

იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე არ გაიცემა, თუმცა შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარმოდგენილ იქნეს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, ამ ტიპის სესხის ასაღებად დაგჭირდებათ ქონების უზრუნველყოფა, იპოთეკით შესაძლებელია დაიტვირთოს როგორც უკვე მფლობელობაში არსებული, ისე ახალი ქონება, რომლის ყიდვასაც აპირებთ.

არეა იძლევა საშუალებას ზედმეტი ბიუროკრატიისგან თავის არიდებით, რიგებში და საცობებში დგომის გარეშე აიღოთ იპოთეკური სესხი ონლაინ და გაიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები.

(R)