უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთში 100 000 სამხედრო უკვე მობილიზებულია - კვირის პალიტრა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთში 100 000 სამხედრო უკვე მობილიზებულია

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთში უკვე მოახდინეს 100 000 სამხედროს მობილიზება. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

“რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აქტიურად გრძელდება ახალწვეულთა გაწვევა. ამ დროისთვის გამოცხადებული 300 000 ადამიანიდან 100 000 უკვე მობილიზებულია. ჩვენ გვესმის, რომ გამოცხადებული ციფრი 300 000 არ არის საბოლოო. დიდი ალბათობით, მობილიზებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნები”, - განაცხადა გრომოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში მობილიზაცია არა 21 სექტემბერს, არამედ უფრო ადრე დაიწყო. ტყვეებისგან მიღებული ინფორმაციით, სექტემბერში მობილიზებულებს ფრონტზე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში აგზავნიდნენ, მომზადებისა და კოორდინაციის გარეშე.