"შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია!" - მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს მიმართავს - კვირის პალიტრა

"შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია!" - მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს მიმართავს

შენ ჯერ კიდევ გაქვს სიტუაციიდან გამოძრომის შანსი, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

“ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს სიტუაციიდან გამოძრომის შანსი. შენ თუ აფხაზეთს აღიარებ და, მითუმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება - შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია! ვნახე ნიკოლაის ფოტოები, ის ძალიან სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!”, - წერს სააკაშვილი პირად “ფეისბუქ” გვერდზე.