"წელს იმისთანა უნდა დავატრიალო ჯერ რომ არ მიქნია" - ზურა შევარდნაძე ფოტოებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"წელს იმისთანა უნდა დავატრიალო ჯერ რომ არ მიქნია" - ზურა შევარდნაძე ფოტოებს აქვეყნებს

"გარდენიას" მფლობელი, ცნობილი მებაღე, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თბილისობაზე ეპატიჟება:

"ბოლო ორი წელია აღარ მომიფურჩქნია, არ ყოფილა თბილისობა. წელს იმისთანა უნდა დავატრიალო, ჯერ რომ არ მიქნია. შინაური, მოყვარე და მოკეთე გავახარო, მტერს სულ ვაი ვაი ვაძახებინო... გვესტუმრეთ შაბათს და კვირას ათონელის ქუჩაზე, ზუსტად პრეზიდენტის სასახლის წინ იოლად გვიპოვნით."